23.08.2016
წერილში, რომელიც სავარაუდოდ თარხან ბათირაშვილს ეკუთვნის, მისი რეკომენდაციებია მოცემული და ის თანამოაზრეებს მიმართავს. ე.წ. ანდერძში არის მოწოდება ე.წ. ჯიჰადისა (წმინდა ომის) გაგრძელებისა და მუსლიმური წმინდა ადგილების, ასევე იერუსალიმის დაპრყობის შესახებ.
წერილი გამოაქვეყნეს შემდეგმა ვებ-გვერდებმა: ipn.ge, pia.ge, timesnews.ge, kvirispalitra.ge, ambebi.ge, primetimenews.ge, newposts.ge.
ე.წ. ალ შიშანის ანდერძი პირველად ისლამური სახელმწიფოს ხალიფატის ვებგვერდზე 2016 წლის 2 აგვისტოს გამოქვეყნდა. ქართულმა ვებგვერდებმა კი ინფორმაცია დაახლოებით 3 კვირის დაგვიანებით ისლამური სახელმწიფოს ფრანგულენოვან ონლაინ გამოცემაზე “დარ ალ-ისლამზე” (Dār al-Islām) დაყრდნობით გაავრცელეს.