08.04.2018
7 აპრილს მედიასაშუალებებმა ეს ამბავი სატელევიზიო ეთერში თუ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცეს. რიტუალის კომენტირებისას ჟურნალისტების ნაწილმა გასული წლების მსგავსად, ფაქტად წარუდგინა აუდიტორიას ის, რაც რეალურად ფაქტი არ არის. ვინაიდან ყველა მართლმადიდებელს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის არ სწამს, ამასთან მორწმუნეთა ნაწილის მიერ სასწაულად აღქმული რიტუალი ფაქტი არ არის.
აღდგომის დღესასწაულის მთავარი რიტუალის გაშუქება–არგაშუქების მიხედვით, ქართული მედია პირობითად რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: მედია, რომელმაც "წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა" მკითხველსა და მაყურებელს მტკიცებით ფორმაში, ფაქტად მოუთხრო; მედია, რომელსაც რელიგიის ეთიკური გაშუქების წესები არ დავიწყებია და თქვა, რომ "მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმიდა ცეცხლი გადმოვიდა" ან "იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლი რიტუალი აღასრულა", და მედია, რომელსაც ეს რიტუალი საერთოდ არ გაუშუქებია.
სააგენტო
"ინტერპრესნიუსმა" ამბავი სათაურშივე მტკიცებით
ფორმაში შემოგვთავაზა: "მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა".
ამავე ტექსტში გამოცემა ფაქტად აწვდის აუდიტორიას იმას, რაც ასევე არ
არის ფაქტი, – „პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა
საგულდაგულოდ გაჩხრიკეს“. რეალურად ჩხრეკის ფაქტი არავის უნახავს.
პატრიარქი სტიქრის ამარა შედის საფლავზე არა იმიტომ, რომ ვინმემ
გაჩხრიკოს, არამედ თავს იმდაბლებს.
"ინტერპრესნიუსმა" კიდევ ორი ამბავი მოამზადა წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოტანის შესახებ, აქაც რიტუალი ფაქტად იყო წარმოჩენილი - „წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია“. იქვე მკითხველს აცნობა, რომ „უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა“. იგივე აბზაცით სრულდება ამ ამბამდე დაწერილი მასალაც: წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ.
'ინტერპრესნიუსის' მსგავსად, იმ მედიასაშუალებებმაც, რომლებმაც ეს რიტუალი გააშუქეს, ამბავს ორი, ან სამი ახალი ამბავი მიუძღვნეს. ყველა მათგანმა მოამზადა მასალები „ცეცხლის გარდამოსვლაზე“ და ცეცხლის საქართველოში ჩამოტანაზე. მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლაში არწმუნებდა მკითხველს „იმედი ნიუსი“, „პრაიმ ტაიმი“. reportiori.ge, kvira.ge, pia.ge, ambebi.ge , for.ge, ინფო 9 და გურია ნიუსი.
„აიპრესმა“ კი მასალაში „ქრისტე აღდგა! მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა“, საზოგადოებას დადასტურებულ ამბად მიაწოდა პატრიარქის ჩხრეკა.
„მართლმადიდებლები ზეიმობენ ცეცხლის გადმოსვლას მაცხოვრის საფლავზე“, – ამ სათაუროთ აქვეყნებს რიტუალის შესახებ ამბავს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა მტკიცებით მხოლოდ ჩხრეკის ფაქტს წერს: „ცეცხლი გამოიტანა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, რომელიც რიტუალის შესრულებამდე სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს“.
განსხვავებულად გააშუქეს ამბავი: on.ge–მ და ტაბულამ. „მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის რწმენით იერუსალიმში ზეციური ცეცხლი გარდამოვიდა“, – წერს on.ge. მასალაში: "იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლის რიტუალი აღასრულა", – ტაბულამ მკითხველს უამბო რატომ მიიჩნევენ ცეცხლს წმინდა ცეცხლად.
წმინდა ცეცხლის რიტუალი არ გაუშუქებიათ ონლაინ გამოცემებს: ნეტგაზეთსა და ლიბერალს.