10.08.2018
მასალას თან ახლავს ინგლისურენოვანი ე.წ. სქრინი, სადაც თითქოსდა ამერიკული გამოცემის სტატიაა ასახული. გამოცემები დასძენენ, რომ ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოიძიეს. მარტივი ძიებითაც ცხადია, რომ WASHINGTON DAILY საერთოდ არ არსებობს. დაახლოებით ამ სახელით იძებნება მხოლოდ WASHINGTON DAILY NEWS, რომელსაც მსგავსი არაფერი დაუწერია. ქართულ გამოცემებს კი სოციალურ ქსელში გავრცელებული არც ყალბი ფოტო არ გადაუმოწმებიათ და არც ფოტოზე არსებული ინფორმაცია. არც ერთ აღნიშნულ მასალაში არ ჩანს მცდელობა, რომ თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეეცადნენ გაერკვიათ, მართლაც დაჯარიმდა თუ არ გიორგი მარგველაშვილი.
უფრო მეტიც, ქართული მედიასაშუალებების მიერ არაზუსტი მასალის გავრცელებიდან მალევე მარგველაშვილის ქმედება დაგმო მამუკა არეშიძემ, რომელმაც ექსპერტის სტატუსით "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. მისი შეფასება "პრაიმტაიმმა" გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ არეშიძე გამოეხმაურა "დასავლური პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში ვიზიტის დროს მარიხუანას მოწევისთვის დააჯარიმეს. ექსპერტი ამბობს, რომ ეს განცხადება მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო".