14 თებერვალს alia.ge-მ უცვლელად და გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნა ერთ-ერთი
ფეისბუკმომხმარებლის პოსტი, რომელსაც ქსეონოფობიური შინაარსი
აქვს.
მომხმარებელი წერს, რომ ერთ-ერთ ქალს, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი
დაუსვეს, ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება. მისივე პოსტიდან
ირკვევა, რომ იგი სავარაუდოდ თბილისში არ ცხოვრობს, რადგან ადგილობრივ
ბიუჯეტში არ არის მედიკამენტებით დახმარების პროგრამა, ის რაც არის
გათვალისწინებული თბილისის ბიუჯეტში.
“თბილისელი ირანელისთვის,თურქისთვის, არაბისთვის, ფინანსდება წამლის
ფული, გორელიქართველისთვის, ხაშურელისთვის, სიღნაღელისთვის .....არა”,
- წერს იგი.
მისი ეს პოსტი კი უცვლელად, გადამოწმების გარეშე აქვს გამოქვეყნებული
ალიას და სათაურად ქსეონოფობიური შინაარსის ფრაზა აქვს შერჩეული.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს
უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ
ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან
ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის
საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“