განახლება: 02.10.2024
2019 წლის
26
ივნისს
მაღაზია
„აიპლიუსის“
დაყაჩაღების
მცდელობის
ბრალდებით,
სამართალდამცველებმა
ახალგაზრდა კაცი
დააკავეს.
შემთხვევიდან
მალევე,
ონლაინ
ტელევიზია
POSTV-მ
სოციალურ
ქსელში
სათვალთვალო
კამერის
ჩანაწერები
გაავრცელა. სიუჟეტის შესავალში ონლაინ ტელევიზიამ ყურადღება იმაზე
გაამახვილა, რომ
„აიპლიუსის”
მაღაზიის
დაყაჩაღების
მცდელობისას
დაკავებული
მოქალაქე,
21
ივნისს,
პარლამენტთან
აქციაზე,
გიორგი
გახარიას
გადადგომას
ითხოვდა.
იგივე
ნარატივით
გაავრცელეს
ამბავი
გამოცემებმა „ქართული
აზრი“, „კვირა +“, „პრაიმტაიმი“, „ექსკლუზივ ნიუსი“, ტელეკომპანია
„დია“, „ალია“, digest.pia.ge და
სოციალურ
ქსელში
არსებულმა
გვერდმა
iNews. ამ
მედიასაშუალებათა
უმეტესობამ
სათაურში
მიუთითა,
რომ
“მაღაზიის
დაყაჩაღებაში
ბრალდებული
აქციაზე
გახარიას
გადადგომას
ითხოვდა,
ან
აქციის
ერთ-ერთი
მონაწილეა".
ბრალდებული
აქციებთან
დააკავშირა
ტელეკომპანია
„იმედმაც“. 26 ივნისს 14:00
საათიან
საინფორმაციო
გამოშვებაში
გასულ
სიუჟეტში
ჟურნალისტმა
აღნიშნა,
რომ
დაკავებული
პარლამენტის
წინ
მიმდინარე
აქციაში
მონაწილეობდა.
ვინ
არის
ბრალდებული
მოქალაქე
ან
რა
კავშირი
აქვს
აქციასთან,
-
დამატებითი
ინფორმაცია
მკითხველისთვის
არცერთ
გამოცემას
არ
შეუთავაზებია.
მოგვიანებით,
გამოცემებმა „ტაბულა“
და „ნეტგაზეთი“,
გაავრცელეს
ინფორმაცია,
რომ
ახალგაზრდა
კაცს
არანაირი
კავშირი
არ
აქვს
აქციის
ორგანიზატორებთან
და,
პირიქით,
ის
აქციაზე
პროვოკაციის
მოწყობას
ცდილობდა.
არსებობს
ვიდეომასალაც,
რომელშიც
ჩანს,
როგორ
გაჰყავთ
სამართალდამცავებს
აქციიდან
ეს მოქალაქე.
როგორც
“მედიაჩეკერმა”
გადაამოწმა,
ახალგაზრდა კაცი
2015
წლიდან
2019
წლის
ივნისის დასაწყისამდე
თბილისის
მერიის
მიერ
დაფინანსებული
ერთ-ერთი
შპს-ს
დირექტორი
იყო.
ის
50%-იან
წილს
ფლობს
2012
წელს დაფუძნებულ კერძო კომპანიაში, რომლის შესახებაც
ინტერნეტში
რაიმე
ინფორმაცია
არ
იძებნება.
ახალგაზრდა
კაცის
შესახებ
ეს
მონაცემები
იმ
გამოცემებს,
რომელთა
გაშუქების
მთავარი
აქცენტი
მისი
აქციასთან
კავშირი
იყო,
მასალისთვის
არ
დაურთავთ.
გამოცემებს
არც
აქციიდან
მისი
გაძევების
შესახებ
უცნობებიათ
მკითხველისთვის.
ამბის
ამგვარი
გაშუქება
კი
ტოვებს
შთაბეჭდილებას,
რომ
ის
თბილისში
მიმდინარე
ანტისაოკუპაციო
აქციების
დისკრედიტაციას
ისახავს
მიზნად.
***
პარლამენტის
წინ
საპროტესტო
აქციები
20
ივნისიდან
იმართება.
საპროტესტო
აქცია
თბილისში,
პარლამენტთან,
მას
შემდეგ
დაიგეგმა,
რაც
რუსეთის
დუმის
დეპუტატი
სერგეი
გავრილოვი
მართლმადიდებლობის
საპარლამენტთაშორისო
გენერალურ
ასამბლეას
პარლამენტის
თავმჯდომარის
სავარძლიდან
გაუძღვა.
აქციის
პირველ
დღეს,
გვიან
ღამით,
ხალხმრავალი
საპროტესტო
აქცია
ხელისუფლებამ
ძალის
გამოყენებით
დაშალა.
აქციის
დარბევის
დროს
ორმა
ადამიანმა
თვალი
დაკარგა,
დაშავდა
240
მოქალაქე,
მათ
შორის,
38
ჟურნალისტი
და
80
პოლიციელი,
305
მოქალაქე
კი
დააკავეს.
მეშვიდე
დღეა
აქციის
მონაწილეები
შინაგან
საქმეთა
მინისტრის
გიორგი
გახარიას
გადადგომასა
და
დაკავებულების
გათავისუფლებას
ითხოვენ.
მათი
კიდევ
ერთი
მოთხოვნა,
2020
წლის
საპარლამენტო
არჩევნების
პროპორციული
წესით
ჩატარება,
ხელისუფლებამ
დააკმაყოფილა.
---
მასალა განახლდა 2024 წლის 2 ოქტომბერს ამ მოქალაქის მომართვის საფუძველზე, რომელმაც „მედიაჩეკერს“ წარუდგინა 2019 წლით დათარიღებული სასამართლოს განჩინება, საიდანაც დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ის შეურაცხადი იყო და არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა. შესაბამისად, „მედიაჩეკერმა“ მასალიდან ამოიღო ის ინფორმაცია, რაც მოქალაქის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა.