06.04.2021
სხვა ტელეკომპანიებმა კი 5 აპრილს გამოქვეყნებული 100-გვერდიანი კვლევა, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, მედიასა და პანდემიას ეხებოდა, სხვადასხვა აქცენტით გააშუქეს.
ტელეკომპანია იმედი:
თემის გაშუქებისას "იმედის" წამყვანები ამბობდნენ, რომ “აღიარებულია ქართული ოცნების რეიტინგი და მთავრობის მიერ პანდემიის ეფექტიანად მართვა”, მიუხედავად იმისა, რომ “IRI-ის კვლევის საველე სამუშაოებს საქართველოში IPM ატარებს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთან არაერთხელ აღმოჩნდა დაკავშირებული. მის მონაცემებს კი არაერთხელ ჰქონია ასევე სანდოობასთან პრობლემა.”
ტელეკომპანიამ ყურადღება გაამახვილა თემებზე:
- როგორ აფასებენ გამოკითხულები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთავრობის საქმიანობას;
- ქართული ინსიტუტების საქმიანობისადმი განწყობა;
- პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა;
- ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლაზე;
- გამოკითხულთა აზრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე;
- საგარეო პოლიტიკისა და ტელევიზიებისადმი ნდობა.
“იმედის” წამყვანების ტექსტის მიხედვით, “კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი გახლავთ ის, რომ იდენტური 45% ემხრობა და ეწინააღმდეგება ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. ლოგიკურად მომხრეთა მონაცემი არის ოპოზიციის მხარდამჭერთა მონაცემი, თუმცა, “აიფიემისათვის” დამახასიათებელ ცდომილებას თუ გავითვალისწინებთ, მათი რაოდენობა შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე არის 45% და საბოლოოდ, ეს ტენდენცია შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნების შედეგების კიდევ ერთ ლეგიტიმაციად განვიხილოთ.”
“იმედს” არ უხსენებია, რომ “კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციიის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე?” გამოკითხულთა 15 % ამბობს, რომ სრულად უჭერს მხარს. წამყვანებმა ეს ნაწილი მხოლოდ ნაწილობრივ გააშუქეს: “42% აბსოლუტურად არ უჭრს მხარს ოპოზიციის ბოიკოტს, 18% გარკვეულწილად არ უჭერს მხარს, 11% გარკვეულწილად უჭერს მხარს”
ტვ პირველი
"ტვ პირველმა" შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება:
- როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა;
- მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას;
- ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში შესვლაზე;
- რომელ პარტიას არ მისცემდა ხმას ხალხი;
- საჯარო პირების პერსონალური რეიტინგი.
წამყვანები კვლევის პოლიტიკურ ნაწილში ხაზს უსვამდნენ იმ ამომრჩევლების თემას, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, ან არ ამობენ, ვის მისცენ ხმა. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ჯამში ერთი პროცენტით ჩამოუვარდებოდა “ქართული ოცნების რეიტინგს.
ფორმულა
"ფორმულას" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში კი ყურადღება “ ეკონომიკური საკითხების მიმართ მოქალაქეების შეშფოთებასა და მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვის პროცესისადმი უკმაყოფილებას” დაეთმო.
მაუწყებლის მიერ გამოკვეთილი აქცენტები:
- ეკონომიკური ვითარების გაუარესება;
- ქვეყნის განვითარების მიმართულება;
- საქართველოში არსებული მთავარი პრობლემები;
- პანდემიის მართვა;
- პარტიების მხარდაჭერა;
- პარტიების ნეგატიური რეიტინგი - ვის არ მისცემდნენ ხმას არავითარ შემთხვევაში;
- პერსონალური რეიტინგები;
- ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი;
- ოპოზიციის ბოიკოტი;
- საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები;
- რუსეთიდან საფრთხე;
- უმუშევრობა და სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის პრობლემა.
“მნიშვნელოვანი რასაც კვლევა აჩვენებს, არის სოციალური მდგომარეობის დამძიმება და უნდობლობის გაღრმავება მთავრობის მიმართ, თუნდაც იმ საკითხში, რომელსაც თავად ფიქრობს, რომ ყველაზე კარგად მართავდა - ეს არის პანდემია”, - ასკვნიდა “ფორმულას” წამყვანი.
სხვა ტელეკომპანიებს, რომელთა მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსაც ჩვენ დავაკვირდით, კვლევის შედეგები ძირითადად წამყვანების სუბიექტური მოსაზრებების გარეშე ჰქონდათ გაშუქებული. ამიტომ გთავაზობთ მხოლოდ კვლევაში მათ მიერ შერჩეული თემების ჩამონათვალს.
პირველი არხი
IRI-ის კვლევიდან თემების სიმრავლით გამოირჩეოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მთავარ გამოშვებაში გააშუქეს:
- ოპოზიციის ბოიკოტი;
- პარტიების დადებითი და ნეგატიური რეიტინგები;
- 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასება;
- მოსახლეობის აზრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე;
- პოლიტიკური და საჯარო პირების პერსონალური რეიტინგი;
- ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება;
- ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები;
- საქართველოს პოლიტიკური პარტნიორები;
- პანდემია.
“კურიერის” ეთერში ყურადღება გამახვილდა საკითხებზე:
- ეკონომიკიური მდგომარეობის შეფასება;
- ქვეყნის მთავარი პრობლემა;
- პანდემიის მართვის მიმართ “მოსახლეობის დადებითი განწყობა”;
- ოპოზიციის ბოიკოტი;
- ვადამდელი არჩევნების საკითხი;
- პარტიებისა და საჯარო პირების რეიტინგები;
- 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასება;
- ქვეყნის მთავარი გამოწვევა;
- კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრის შესახებ კვლევის შედეგები.
ევრონიუსი
"ევრონიუსმა" კი 19:00-საათზე გასულ გამოშვებაში ეთერი IRI-ის კვლევიდან საზოგადოების განწყობებს შემდეგ თემებზე დაუთმო:
- რიგგარეშე არჩევნების ჩატარება;
- პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა;
- კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრა;
- საჯარო პირების პერსონალური რეიტინგი
აჭარის ტელევიზია
IRI-ის კვლევიდან აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 აპრილის მთავარ საინფორმაციოში შემდეგ თემებზე გაამახვილა ყურადღება:
- მედიის თავისუფლება;
- დემოკრატია;
- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება;
- პარტიების მხარდაჭერა;
- რიგგარეშე არჩევნები;
- ოპოზიციის ბოიკოტი;
- ქვეყნის მიმართულება;
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასება;
- საჯარო პირების რეიტინგი