02.02.2021
ვირუსის ფართომასშტაბიან გავრცელებას მის შესახებ სხვადასხვა კონსპირაციული თეორიებისა და ყალბი ამბების უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა, რამაც ინფორმაციის რიგითი მიმღებისთვის რეალობის გამოგონილი სინამდვილისგან გარჩევა გაართულა. „მედიაჩეკერმა“ 2020 წლის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, კოვიდ-19-ის შესახებ, 9 ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მითს მოუყარა თავი.
- ვირუსის შესახებ დამსახურებულ პირველ ადგილს ადამიანების
დაჩიპვის მითი იკავებს. ვიდეო იმის შესახებ, რომ ჩიპებს
ადამიანებს ვაქცინის გზით ჩაუდგამდნენ, სოციალურ მედიაში ათასობით
მომხმარებელმა გააზიარა. ამ მასალას მოჰყვა მსჯელობა იმის შესახებ,
რომ ვირუსი სწორედაც ამ მიზნით, ხელოვნურად შეიქმნა.
მსგავსი მასალები ვირუსის გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგად ვირუსულად ვრცელდება. ვიზუალურ მასალად ის ჩიპია გამოყენებული, რომელსაც ამოცნობის მიზნით ცხოველებს უკეთებენ. ბოლო პერიოდში ჩიპების კონტექსტში დეზინფორმაცია თავად ტესტებსაც შეეხო, თითქოს მისი ადამიანის ორგანიზმში მოთავსება, კოვიდ-19-ზე ტესტირების დროს ხდება;
- 2020 წელი იმის ძიებასაც მიეძვნა, თუ ვისი დადანაშაულება
შეიძლებოდა კოვიდ-19-ის პანდემიაში. ბრალდებების ეპიცენტრში
კომპანია მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი მოექცა. მის
შესახებ გავრცელებული კონსპირაციული თეორიის მიხედვით, იგი
კორონავირუსის პანდემიას კოვიდ-19-ის მწარმოებელ ერთ-ერთ ფარმაცევტულ
კომპანიასთან და ვუჰანის ლაბორატორიასთან ერთად 8 წლის განმავლობაში
გეგმავდა. სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გეითსს
ადამიანების მასობრივი კონტროლისთვის ერთგვარი სოციალური
საკონცენტრაციო ბანაკების შექმნა სურდა;
- 2020 წელმა მსოფლიოსთვის სოციალური იზოლაციისა და კარანტინის
პირობებში ჩაიარა, ბევრმა ქვეყანამ საზღვრებიც ჩაკეტა. შესაბამისად,
კარანტინი ყალბი ამბების ჩამონათვალშიც მოექცა და საპატიო მესამე
ადგილიც დაიკავა. მაგალითაც, ამ კონტექსტში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ კარანტინის გახანგრძლივება 2025 წლის მარტამდე
იგეგმებოდა. ასევე, ვრცელდებოდა ცნობები, რომ ვირუსის
დაძლევა კარანტინისა და სოციალური დისტანციის გარეშეც იყო შესაძლებელი
და ამის მაგალითად ბელარუსი მოჰყავდათ, რომლის ლიდერიც ვირუსს
არასერიოზულად აღიქვამდა და მისი პრევენციისთვის განსაკუთრებული
ზომები არც მიუღია;
- კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის ჩამონათვალში პირბადის შესახებ ყალბი ამბებიც მოხვდა. ამ უკანასკნელის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაცია ის იყო, რომ ის ადამიანებს ვირუსისგან არ იცავდა და პირიქით, თითქოს ვირუსის მქონე გარდაცვლილი პაციენტების უმეტესობა სწორედ ისეთები იყვნენ, რომლებიც პირბადეს ატარებდნენ. ამასთან, ამტკიცებდნენ, რომ პირბადე არაერთი ინფექციის გადამტანიც იყო;
- დეზინფორმაციამ გვერდი ვერც, 5G ტექნოლოგიებს
აუარა. გასულ წელს დღის განმავლობაში არაერთი ყალბი ამბავი
ვრცელდებოდა, რომ თითქოს 5G ტექნოლოგიებს, დასხივების გზითს მწერების,
ხეებისა და ადამიანების განადგურებაც კი შეეძლო. შედეგად, ახალი
ტექნოლოგიების წინააღმდეგ მსოფლიო მასტაბით არაერთი საპროტესტო აქცია
მოეწყო. ბევრგან მოქალაქეებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაწვაც
სცადეს;
- დეზინფორმაციია ჩამონათვალში კოვიდ-19-ის დამდგენი PCR ტესტებიც მოხვდა. მას როგორც გლობალურ ტრიუკად მოიხსენიებდნენ, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებისგან მათ სამართავად დნმ-ის ნიმუშს იღებდნენ. ამასთან, PCR ტესტის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრუ ამბავი ის იყო, რომ თითქოს ანტიკურ ეპოქაში ტესტის აღების მეთოდიკა მონების დასჯის მიზნით გამოიყენებოდა;
- კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებულ მითებში მოხვდა ხალხური
მედიცინაც. სოციალურ მედიაში ვირუსული ვიდეობის სახით
არაერთი ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ვირუსის მკურნალობის ტრადიციული
მეთოდები იყო უარყოფილი და მხსნელად ხალხური მედიცინია იყო
შეთავაზებული. მაგალითად, კოვიდ-19-ისგან განკურნების ყველაზე
ეფექტიან საშუალებად მოქალაქეებს სოდას სთავაზობდნენ. რეკომენდაციას
მისი ინჰალაციის მიზნით გამოყენეას უწევდნენ ან სოდის ცხელ წყალში
გაზავებასა და ლიმონთან ერთად დალევას ურჩევდნენ. ცხადია, აღნიშნულ
საოჯახო რეცეპტს მეცნიერული დადასტურება არ ჰქონია;
- ვარსკვლავური არა, თუმცა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ
ბიოლოგიური ომის გამოცხადება კოვიდ-19-ის შესახებ
გავრცელებული მითების ჩამონათვალის საპატიო ადგილზე მოხვდა. ვირუსს
ბიოლოგიურ იარაღად წარმოაჩენდნენ, რომლის საშუალებითაც ქვეყნის
ლიდერები არსებული წესრიგის შესაცვლელად იყენბდნენ;
- კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბებიდან ასევე ყველაზე თვალსაჩინო მისი, როგორც სრულიად უსაფრთხო ვირუსად წარმოჩენის მცდელობა იყო. ვრცელდებოდა ამბები, რომ ახალი კორონავირუსი მომაკვდინებელი სულაც არ არის და რომ ისი რიგითი სეზონური გრიპის ტოლფასი იყო. მეტიც, ამტკიცებდნენ, რომ გარდაცვლილთა სხეულებში ვირუსის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამასთან, მიუთითებდნენ, რომ ვირუსით არავინ არასდროს მომკვდარა და, შესაბამისად, არც ვაქცინის საჭიროებაა, რადგანაც ვირუსი თავისით გაქრება.
მასალა მომზადებულია stopfake.org-ზე დაყრდნობით.