Photo: AFP/Vano Shlamov
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ „ქართული ოცნების“ პარლამენტის
მიერ„უცხოური
აგენტების რეგისტრაციის შესახებ“[FARA]
კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო ღრმა
შეშფოთებასგამოხატავს
და აღნიშნავს, რომ კანონის პროექტის კანონად გადაქცევა საფრთხეს
შეუქმნის დამოუკიდებელ მედიას საქართველოში.
როგორც CPJ-ი აღნიშნავს, მედიაჯგუფები შიშობენ, რომ კანონპროექტს,
რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ის
„უცხოელი
აგენტების რეგისტრაციის აქტის“ „ზუსტ ასლს“
უწოდებენ, უფრო სადამსჯელო გამოყენება ექნება, ვიდრე შეერთებულ
შტატებში, სადაც FARA მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე
იშვიათად ვრცელდება.
„CPJ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ აშშ-ის უცხოელი აგენტების
რეგისტრაციის აქტის „ზუსტი ასლის“ მეორე მოსმენით დამტკიცებას. სულ
უფრო ავტორიტარული
„ქართული ოცნების“ხელში FARA-ს ფართო დებულებებმა
და სისხლის სამართლის სანქციებმა შეიძლება მოსპოს საქართველოს
დონორებზე დამოკიდებული დამოუკიდებელი პრესა და მედიაადვოკატირების
ჯგუფები,“ - ამბობს CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის
კოორდინატორი, გულნოზა საიდი.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ განცხადებით, კომენტარისთვის პარტია
„ქართულ ოცნებას“ ელექტრონული ფოსტით დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი ჯერ
არ მიუღიათ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კანონპროექტი, რომელსაც ბიძინა
ივანიშვილის პარტია აშშ-ში, 1938 წელს მიღებული კანონის პირდაპირ
თარგმანს უწოდებს, მეორე მოსმენით 18 მარტს მიიღო.
FARA-ს მიზანსა და ისტორიულ ევოლუციაზე, რეგულირების სფეროზე,
ბოლოდროინდელ ინსტრუმენტალიზების ნიშნებსა და ინსტრუმენტალიზების
დამზღვევ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებზე ამერიკაში იხილეთ
-FARA
სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე არ ვრცელდება -
SJC