„გვაქვს რამდენიმე თემა, რომელსაც შევძლებთ თუ არა რომ დავასრულოთ
არ ვიცი, იმიტომ, რომ ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს“, - ნანა
ბიგანიშვილი, სტუდია „მონიტორი“.
„ნეპოტისტური კავშირები, ინტერესთა კონფლიქტები, კორუფციული სქემები
მოქმედებს და ჩვენ ამის პრევენციას ვერ ვახდენთ, იმიტომ რომ სწრაფად
ვერ ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“, -ნინო ბაქრაძე, "აი
ფაქტი“.
კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელი საგამოძიებო
ჟურნალისტიკისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. ეს გამოიხატებოდა
როგორც საჯარო ინფორმაციის მიღებისას, ასევე იმ რესპონდენტების
ჩაწერისას, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ გამომძიებელი ჟურნალისტების
კითხვებზე.
სტუდია "მონიტორის" რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი და "აი ფაქტის" რედაქტორი ნინო ბაქრაძე საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც საგამოძიებო ჟურნალისტიკა აღმოჩნდა.
გადაცემა მომზადებულია "მედიაჩეკერისა" და "მულტიმედია განათლების ცენტრის" თანამშრომლობით, სერიისთვის "საუბრები Covid-19-ზე".