04.04.2015
„გაციება, ვირუსები, იმუნიტეტი, გახდომისთვისაც კარგია, მაგრამ შენ ეს არ გჭირდება“.
კიდევ ერთმა წამყვანმა, როსტომ, ასევე სტუმრის სტატუსით მოწვეული საკუთარი დედისთვის საჩუქრის გადაცემისას აღნიშნა - „ფასდაკლებაა თებერვლიდან 25-დან 40 პროცენტამდე ტენტორიუმის მაღაზიაში. tentorium.geარის საიტი, შეგიძლიათ ნახოთ ყველა ინფორმაცია“.
უფრო მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანი სტუდიაში განთავსებულ „ტენტორიუმის“ სტენდთან მივიდა და განაცხადა:
„დამატებითი ინფორმაცია მათ, ვინც ბევრს ფიქრობთ ტვინით, ტვინის სამუშაო ვისაც გაქვთ, კარგია, გაიხანგრძლივებთ უძილობას, ოღონდ ჯანმრთელად. თუ უძილო ღამეები გაქვთ, დილით მიიღეთ ჩაისთან ერთად იმიტომ, რომ გამოფიტულ ორგანიზმს ძალიან მალე აღადგენს. ეს არის ის, რაც მეც ზუსტად ვიცი, რაც დანამდვილებით შეგიძლიათ თქვათ და თუ ვინმესთან ასოცირდება „ტენტორიუმი“ მე, როსტო და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარია, რომელიც დღეს სტუდიაში არ არის“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიმდინარე წლის აპრილში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება - ეწ Product Placement. ამგვარი ქმედება დაშვებულია გასართობ გადაცემებში, ისეთში, როგორიც „ნანუკას შოუა“, თუმცა გარკვეული წესებით. კერძოდ, პროდუქტის განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ:
- ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას;
- მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახი ბექაური mediachecker-თან საუბრისას ამბობს, რომ „ნანუკას შოუს“ ამ გადაცემაში პროდუქტის განთავსების ზემოთ აღნიშნული წესები დაირღვა. მისი თქმით, პრობლემას ქმნიდა არა ბანერის განთავსება, არამედ წამყვანების ტექსტი.
„პროდუქტი მხოლოდ კადრში რომ გამოჩენილიყო ან წამყვანს საჩუქრად გადაეცა და ერთი წინადადებით ეთქვა, რომ თქვენ ეს გჭირდებათ და აქ დამთავრებულიყო, ეს პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ, როდესაც წამყვანი ამბობს, რომ წონის პრობლემას შველის, თავად გამოსცადა მისი ეფექტურობა, საუბრობს ფასდაკლებაზე, ფასზე, რითია ეს პროდუქტი გამორჩეული და ასეთი რამდენიმე სარეკლამო მითითება კეთდება, ეს მიიჩნევა პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად“, - აღნიშნავს კახი ბექაური.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მოსაზრებას არ იზიარებს „რუთავი 2-ის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დარღვევა. ზოგადად, რა არის გაწერილი კანონში, ამაზე დღემდე ვდაობთყველა ტელევიზია.Product placement-ის ცნება ძალიან პრობლემატურია. ვიღაცისთვის არ არის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ვიღაცისთვის არის“, - ამბობს კონსტანტინე ბათმანიდი.
მისი თქმით, ბევრი ქვეყნის სარეკლამო ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა, რომ Product placement-ი სწორად გამოყენებულიყო, საქართველოში ამგვარი მომსახურების წესები ახლა ყალიბდება, შესაბამისად, თანდათან უფრო დაიხვეწება.