“ჰომოსექსუალიზმი გარყვნილებაა” - ჯაბა ექიმის რჩევები “ასავალ-დასავალში”
05.05.2015
გაზეთი “ასავალ-დასავალი” თითქმის ყველა ნომერში მკითხველს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჯაბა ექიმის რჩევებს სთავაზობს. 20-26 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ მასალაში ჯაბა ექიმმა ნარკომანიაზე, ჰომოსექსუალობასა და აზარტულ თამაშებზე ისაუბრა და მათ გარყვნილება უწოდა. მან ნარკომანები, ჰომოსექსუალები და ის პირები, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს, არანორმალურ ადამიანებად მოიხსენია, რომლებიც “სიამოვნებას იღებენ არაბუნებრივი, არაადამიანური, ბუნების საწინააღმდეგო მეთოდებით”.

“ნარკომანია, აზარტულობა და გაუკუღმართებული სქესობრივი ურთიერთობები ფარული თვითმკვლელობების გამოვლინებებს წარმოადგენს. ყოველი გარყვნილება და ბუნების საწინააღმდეგო ქმედება, თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება გახლავთ”, - ამბობს ჯაბა ექიმი.

ჯაბა ექიმი მოწევის აკრძალვასა და „გარყვნილების ზრდას“ შორის პირდაპირპროპორციულ კავშირსაც ხედავს. გარყვნილების თავიდან ასაცილებლად ის თამბაქოს პროპაგანდას ეწევა და ამბობს, რომ “დღევანდელ პირობებში, როცა ხარისხიანი პური იშვიათობას წარმოადგენს და ნიკოტინის მჟავას დეფიციტია, ჯობია თავი დავანებოთ თამბაქოს საწინააღმდეგო პროპაგანდას და ახალგაზრდობას სიგარეტის მოწევის საშუალება მივცეთ”.

„იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრად მოხდა სიგარეტის აკრძალვა და სხვა წყაროებით არ მოხდა ორგანიზმის მომარაგება ნიკოტინის მჟავით, დაიწყო ჰომოსექსუალიზმის, ნარკომანიის, აზარტული თამაშებისა და სხვა გარყვნილების მატება.

თუკი ჩვენ ერთდროულად შევადარებთ დიდ ქალაქებში სიგარეტის აკრძალვისა და გარყვნილების დაფიქსირების რიცხვის გრაფიკებს, შევნიშნავთ, როგორ თვალშისაცემად და შემაშფოთებლად იზრდება გარყვნილებები მოწევაზე თავის დანებების პარალელურად. მსგავსი კვლევები ყოველთვის კეთდებოდა და კეთდება, თუმცა, მათი შედეგები არ იბეჭდება და მაქსიმალურად იბლოკება,“ - წერს ჯაბა ექიმი.

ჯაბა ექიმის თქმით, გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია და ეს არის გარყვნილების ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრა ან ადამიანის სრული იზოლაცია. საუბრის დასასრულსისყველანაირი არგუმენტის გარეშე იმ დაწესებულებებსაც აკრიტიკებს, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობენ.

ჯაბა ექიმის ამბობს, რომ გარყვნილებისგან განკურნება შეუძლებელია და ის დაწესებულებები, რომლებიც “გარყვნილი პირების” გამოჯანმრთელებაზე მუშაობენ, ამაზე ფულს აკეთებენ და საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მას თავისუფალი დემოკრატების ლიდერის,ირაკლი ალასანიას მეუღლის,ნათიაფანჯიკიძის ფსიქოსარეაბილიტაციო ორგანიზაცია “კამარა” მოჰყავს. ჯაბა ექიმის მტკიცებით,აღნიშნული ორგანიზაცია ადამიანებს ატყუებს, რომ მათი განკურნება შეუძლია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი:

ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ