13.01.2016
მეორე რეკლამაში ნაციონალური
მოძრაობის ლიდერი სერგო რატიანი, ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ
გეგმაზე, კერძოდ გადასახადების შემცირებაზე საუბრობს. რეკლამების
ბოლოს ნაციონალური მოძრაობის ლოგო ჩნდება.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით,
გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ რეკლამას უნდა ეწეროს კონკრეტულად რომელი
პოლიტიკური პარტიის რეკლამაა, ამასთანავე, “პოლიტიკური/წინასაარჩევნო
რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი
პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას
უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი
საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა”.
პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო
კოდექსში გაწერილი მოთხოვნები წინასაარჩევნო პერიოდში გასულ რეკლამებს
ეხება, წინასაარჩევნო პერიოდი კი მოიცავს პერიოდს იმ თვის პირველი
რიცხვიდან ოთხი თვით ადრე, როდესაც უნდა გაიმართოს არჩევნები და
გრძელდება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.
“რუსთავი 2 - ის“ გაყიდვების
განყოფილების უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი ამბობს, რომ ეს რეკლამები
ჩვეულებრივ კომერციული რეკლამების სტატუსით გავიდა
ეთერშუ.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმითაც, აღნიშნული რეკლამა
კანონს არ არღვევს, რადგან ახლა წინასაარჩევნო პერიოდი არ არის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს” წარმომადგენელის ლევან ნატროშვილის თქმით კი, ეს
საკანონმდებლო ხარვეზია და აუცილებელია აღნიშნული საკითხის
დარეგულირება ანუ ამ ნორმების არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე,
არამედ ნებისმიერ პერიოდზე გავრცელება. კანონში არაფერია აღნიშნული
პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამებზე, რომლებიც ეთერში არასაარჩევნო
პერიოდში, კომერციული რეკლამის სახით გადის.
“პირველ რიგში ეს აუცილებელია
იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, ინფორმირებული იყოს რა სახის
კლიპს უყურებს”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
“კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ
პოლიტიკური პარტიები ამ ხვრელს იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური
შინაარსის რეკლამას კომერციული რეკლამის ფასად უშვებენ ეთერში მაშინ,
როცა პოლიტიკური რეკლამის ფასს კანონი ცალკე ადგენს და შესაძლოა ეს
თანხა კომერციული რეკლამის ფასს აღემატებოდეს”, - ამბობს ლევან
ნატროშვილი.