ყალბი ინფორმაცია - ალაბამას სენატორს შტატი ჯორჯია და საქართველო ერთმანეთში არ არევია
16.08.2016
ქართულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ალაბამას სენატორმა ფრედ კალაუნი, ოლიმპიადაზე შტატ ჯორჯიას მონაწილეობის გამო, შეშფოთება გამოთქვა. როგორც გამოცემები იტყობინებიან, სენატორს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები შტატ ჯორჯიას „ნაკრები“ ეგონა. გამოცემებმა მისი „წერილიც“ შემოგვთავაზეს:

"ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურებდი და გაოგნებული დავრჩი, თურმე ჯორჯიის შტატისთვის უფლება მიუციათ, ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსულიყო”.

ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც.

ქართული გამოცემები ინფორმაციის წყაროდ „დეილი მეილს“ უთითებენ.

ფაქტობრივი ინფორმაცია:

ინფორმაციის წყაროა არა დეილი მეილი, არამედ სატირულ-იუმორისტული საიტი US Daily Mail, რომლის საიტზეც, სულ 10- ამდე სიახლე იძებნება, ხოლო ოფიციალურ ფესბუკ გვერდზე მხოლოდ 30 “ლაიქი“ აქვს.

ფრედ კალაუნი - ამ სახელის და გვარის სენატორი ალაბამას საერთოდ არ ჰყავს.

გამოცემები, რომლებმაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს:

Mpress

ავტორადიო,

სპორტსტარი,

ფორტუნა,

პირველი რადიო,
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ