კვირის ქრონიკა“: „თვითონ რომ მონღოლოიდებს ეძახის რუსებს, ბოლო დროს თვითონაც მაგრად დაემსგავსა მონღოლს ბოტოქსებისგან“
01.04.2015
გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 23-29 მარტის ნომერში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში რესპონდენტი საუბრობს სამინისტროს ბაზებიდან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაზე, მისი მინისტრობის დროინდელ მეთოდებზე და ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო კონტროლის სტილზე.

რესპონდენტის თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩინგიზ ხანივით მოქმედებდა: „ჩინგიზ ყაენის პრინციპით მოქმედებდა, როგორც კი რომელიმე დანაყოფიდან ინფორმაცია გაჟონავდა, მთელ დანაყოფს სჯიდნენ - მინიმუმ, სამსახურს ატოვებინებდნენ“.

აღნიშნულს თან ერთვის პრეზიდენტ სააკაშილის მიმართ გამოთქმული არაკორექტული განცხადება, რომელიც ქსენოფობიურ ნიშნებს შეიცავს: „თვითონ რომ მონღოლოიდებს ეძახის რუსებს, ბოლო დროს თვითონაც მაგრად დაემსგავსა მონღოლს ბოტოქსებისგან“.

ჟურანლისტური ეთიკის ქატიის მეშვიდე მუხლის განმარტებითი ნაწილის მიხედვით, თუკი სიძულვილის ენის წყარო რესპონდენტია, ჟურნალისტი მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს გამონათქვამს და მოუწოდოს რესპონდენტს კორექტულობისაკენ. ბეჭდური მედიის შემთხვევაში კი, როცა ინფორმაციის დაუყონებლივი გავრცელება არ ხდება, სიძულვილის ენის ნიშნების შემცველი ინფორმაცია ჯეროვნად უნდა გარედაქტირდეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ