16.03.2015
15მარტს ტელეკომპანია„იმედის“ გადაცემაში - „იმედის კვირა“ გავიდა
სიუჟეტი - „კახეთში 19 წლის მამაკაცს 11 წლის ბიჭისა და 17 წლის
დეიდაშვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ“. ეთერში სიუჟეტის
გასვლამდე გადაცემის წამყვანმა დაასახელა სოფელი, სადაც ჟურნალისტის
მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის მამაკაცმა 2
არასრულწლოვანზე იძალადა. სიუჟეტში ჩანს როგორც გაუპატიურებაში
დადანაშაულებული მამაკაცის, ისე ძალადობის შედეგად დაზარალებული 11
წლის ბიჭის სახლი და მიტოვებული საცხოვრებელი შენობა, სადაც მასზე
ძალადობა მოხდა, რითიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ირიბად იყვნენ
იდენტიფიცირებულნი.