13.03.2015
საინფორმაციო სააგენტო “პირველი” სარეკლამო სტატიებს სპეციალური
მინიშნების გარეშე აქვეყნებს. დაახლოებით 3 კვირიანი დაკვირვებისას,
16 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე
29 სარეკლამო ხასიათის მასალა გამოქვეყნდა. მასალები სხვადასხვა
რუბრიკაში იყო განთავსებული, თუმცა სპეციალური სარეკლამო ნიშნით
არცერთი მათგანი არ იყო აღნიშნული. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
მეცხრე პრინციპის მიხედვით, „სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა
გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული
მასალებისაგან“.