"კვირის ქრონიკა": ქვეყანა, როგორც „პრახადნოი დვორი“ და ათასი „ჯურის“ ხალხით გავსებული საქართველო
14.04.2015
გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 30 მარტი - 5 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: „საზოგადოებამ არ იცის, რომ ამ დღეებში „ქოცნებისტების“ მოღალატე პარლამენტი იმავე „ქოცნებისტების“ მოღალატე მთავრობის მიერ შემუშავებულ სუპერმოღალატეობრივ კანონპროექტს დაამტკიცებს!“

სტატიაში საუბარია მთავრობის შემუშავებულ კანონპროექტზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ვიზის აღება გამარტივდება. ეს კანონპროექტი ქვეყანას „პრახადნოი დვორად“ აქცევს - ნათქვამია სტატიაში, რასაც მოსდევს ავტორის ქსენოფობიური განცხადება: „საზოგადოება ამას მაშინ მიხვდება, როცა საქართველო გაივსება არაბებით, თურქებით, ირანელებითა და ათასი ჯურის გადამთიელით, რომელსაც მერე ჩვენი „ბედოვლათი“ პოლიტიკანები ინვესტორებად გამოგვიცხადებენ...“
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ