06.04.2015
ჟურნალისტი ამბობს: „გინება მამა ანთიმოზის აქილევსის ქუსლია. მის ირგვლივ ატეხილი პირველი სკანდალი 2013 წლის 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ გამართულ ელგებეტეს მხარდამჭერ აქციას უკავშირდება“.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისსაც მოქალაქეთა ნაწილი სწორედ ამ დღეს აღნიშნავდა.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის თანახმად „მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, „მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას“.