დავით აქუბარდიამ მიწის შეძენის მსურველ უცხოელებს "ძაღლი და კატა" უწოდა
09.04.2015
3 აპრილს გადაცემა „სპექტრის“ წამყვანმა დავით აქუბარდიამ სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე მიიწვია. გადაცემაში საუბარი, ძირითადად, პრივატიზაციას, სახელმწიფო ქონების არათანაბარ განაწილებას და სხვა აქტუალურ საკითხებს შეეხო.

ერთგან, როცა ლევან ლორთქიფანიძე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და საძოვრების უკონტროლო პრივატიზაციას აკრიტიკებდა, დავით ქუბარდიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმისა და უცხოელების მიერ მიწის შეძენის გამკაცრების პოლიტიკა. შეფასებისას აქუბარდიამ არატოლერანტული სიტყვებით მოიხსენია უცხოელები, რომლებსაც საქართველოში მიწის შეძენა სურდათ, მაგრამ გამკაცრებული რეგულაციების გამო ამას ვერ ახერხებდნენ. „სპექტრის“ წამყვანმა მათ „ძაღლი და კატა“ უწოდა.

„ახლა, ჩვენში რო დარჩეს, საზღვრებში შეფერხებები რო გაკეთდა, იმიტო გაკეთდა რო, ძაღლს და კატას არ ეყიდა ეს მიწები. ჩემი ღრმა აზრით, ძაან ამორფული მთავრობა გვყავს, თორე ანტი, რაც მიშა იყო და მიშა იყო მტერი ქართველი იმის, გლეხის, პირველ რიგში, ესენი არ არიან...“ - განაცხადა დავით აქუბარდიამ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ