27.04.2015
"აზოვის" მებრძოლებმა ჯვარზე გაკრული მოხალისე ცოცხლად დაწვეს“ - ამ
სათაურით სააგენტო „გურიანიუსი“ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც
ასახულია ადამიანის ჯვარზე გაკვრისა და ცოცხლად დაწვის კადრები.
შოკისმომგვრელი ვიდეო ყოველგვარი რედაქტირების გარეშე დევს
ვებგვერდზე, ძალადობის სცენები არცერთ მონაკვეთში არ არის დაფარული.
მასალას არ ახლავს რაიმე სახის ტექსტობრივი განმარტება - ინფორმაცია
კადრებში ასახული ძალადობის შესახებ, ან შენიშვნა, რომელიც
მომხმარებელს გააფრთხილებდა, რომ ვიდეო შეიცავს სასტიკი ძალადობის
ამსახველ კადრებს. მასალის სათაურში მტკიცებით ფორმაშია წარმოჩენილი,
რომ ძალადობა „აზოვის“ მებრძოლების მიერაა ჩადენილი, სათაურით ეჭვქვეშ
არ დგება ვიდეომასალის ავთენტურობა.