ქსენოფობიური განცხადებები თურქების მიმართ გადაცემა “სპექტრში”
07.05.2015
6 მაისს გადაცემა “სპექტრის” ეთერში წამყვანმა დავით აქუბარდიამ თურქების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა. მან ჯანდაცვის სისტემაზე საუბრისას იაშვილის კლინიის თურქი მფლობელები არატოლერანტული სიტყვებით მოიხსენია.

“მე, სხვათა შორის, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით. ის ვიღაცა მამაძაღლი თურქები რო იყვნენ იაშვილის კლინიკაში, მთვრალი რო დაბოდიალობდა იმათი მენეჯერი და დედას რო აგინებდა ქართველ ქალ ექიმებს, მაშინ სერგეენკოს ვუთხარი, გაქვთ მშვენიერი მომენტი და გაუწყვიტეთ კონტრაქტი და შეისყიდეთ ეს იაშვილი მეთქი”, - განაცხადა დავით აქუბარდიამ.

“სპექტრის” წამყვანმა იქვე აღნიშნა, რომ იაშვილის კლინიკა სტრატეგიული ობიექტია და ის სახელმწიფოს საკუთრება უნდა იყოს.


კანონი მაუწყებლობის შესახებ, 56-ე მუხლი:

„იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.”

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლი:

“მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება.”
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ