თურქოფობია Geworld.ge-ზე
21.05.2015
ონლაინ გამოცემა Geworld.ge აქვეყნებს ინტერვიუს მეუფე სპირიდონ აბულაძესთან სათაურით: „მეუფე სპირიდონი (აბულაძე): თურქეთში ბევრი ბავშვი მიჰყავდათ ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი მათი მიზანი ამ ბავშვებისთვის მენტალიტეტის შეცვლა და გათურქება იყო!“

ინტერვიუში საუბარია აჭარაში საპატრიარქოს მიერ დაარსებულ სასწავლებელზე: "ზემო აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივითა და სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის (აბულაძე) თაოსნობით, უკვე მეშვიდე წელია, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.“

უნივერსიტეტის დაარსების მიზეზად ქართველი ახალგაზრდების თურქეთში სასწავლებლად გადინება სახელდება: „უნივერსიტეტის დაარსების მიზანი ქართველი ახალგაზრდების გადარჩენა იყო, ვინაიდან აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად უამრავი ახალგაზრდა მიდიოდა.“

ინტერვიუში გვხვდება თურქოფობიის შემცველი გამონათქვამები: „თურქეთში ძალიან ბევრი ბავშვი მიჰყავდათ ვითომდა სასწავლებლად, სინამდვილეში კი მიზანი ამ ბავშვებისთვის მენტალიტეტის შეცვლა და მათი გათურქება იყო. ამაზე სპეციალურად მუშაობდნენ.“

სტატიაში ჟურნალისტი გაესაუბრა მეცნიერებათა აკადემიის წევრ ელიზბარ ჯაველიძესაც: „აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად ყოველწლიურად სამი ათასამდე ბავშვი გაჰყავდათ. ამ ახალგაზრდებს დიდი პატივისცემით ექცეოდნენ და იმდენ სტიპენდიას უხდიდნენ, რომ 500 აშშ დოლარს საქართველოში ოჯახებს უგზავნიდნენ ყოველწლიურად. ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც განათლებისა და კულტურის მეშვეობით ქვეყნების დაპყრობას ითვალისწინებს.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ