20.05.2015
18 მაისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აჭარაში ჩასვლისას
გამართულ ღონისძიებებს 8 საათიანმა “მოამბემ” სიუჟეტი მიუძღვნა.
აქცენტი ბათუმში ახალი სასტუმროს, “ჰილტონის”, გახსნასა და მთავრობის
მეთაურის მიერ აჭარის საინვესტიციო პროექტებსა და პოტენციალზე
გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა, თუმცა მთავარი გამოშვების სიუჟეტში
არ მოხვდა პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით სასტუმრო “ჰილტონთან”
“თავისუფალი ზონისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მიერ
გამართული საპროტესტო აქცია და მათი დაკავება. ამ ამბავს “მოამბემ”
მხოლოდ 16 საათიან გამოშვებაში დაუთმო ეთერი. ქარტიის მესამე
პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი
ფაქტები.