20.05.2015
წამყვანი დასაწყისში ამბობს, რომ ამ ფაქტს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროც. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის კომენტარი სიუჟეტში ნაჩვენები არ არის.
გარდა ამისა, წამყვანი აღნიშნავს, რომ „მაესტროსთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ჯიჰადისტების რიგებში გასაწევრიანებლად 3 ქალბატონი გარდაბნის რაიონიდანაც წავიდა“. ამ თემაზე თავად სიუჟეტში არაფერია ნათქვამი. რას ეყრდნობა წამყვანი ამ ინფორმაციის გავრცელებისას, არ ჩანს.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის, მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება.
ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.