17.05.2015
ინტერვიუ ეხებოდა ბოლო ხანებში ორგანიზაცია „17 მაისის“ აქტიურობას და მათ მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, სადაც ისინი მინისტრებს უსვამდნენ კითხვას: „არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა?“ ერთ-ერთი მინისტრი იყო კახა კალაძე, რომელმაც შეკითხვას უპასუხა, რომ ჰომოსექსუალობა არაა ავადმყოფობა. ავტორის თქმით, კალაძემ განავრცო პასუხი და 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის შესახებ აღნიშნა: „თუკი მსგავსი რამ მომავალშიც განმეორდება, შესაბამისი სტრუქტურები ძალადობას თავშივე აღკვეთენ“
რესპონდენტ მამა გიორგის აზრით, დასავლური ნეოლიბერალური ძალები აფინანსებენ „ტაბულას“, „იდენტობას“ და მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც ვითომდა სიყვარულს, ტოლერანტობას და შემწყნარებლობას ქადაგებენ, სინამდვილეში კი ეკლესიას დასცინიან და აქილიკებენ ყველაფერ ქართულს. მისი თქმით, ეს ძალები არიან კაცობრიობის მტრები: „ეს ძალები არიან კაცობრიობის მტრები და მათი უპირველესი ამოცანაა ადამიანის სულიერი გახრწნა, ზნეობრივი დაცემა. მათი უმთავრესი მიზანია, ადამიანებს გამოაცალონ სულიერი საყრდენი და დაამსგავსონ მხეცს, ცხოველს, რომელსაც არანაირი მორალური პრინციპები არ ექნება".
მამა გიორგიმ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, ჯუზეპე პაზოტოს შესახებ საუბრისას, რომელმაც თქვა რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, აღნიშნა: „პაზოტოს ადგილზე რომ ვიყო, ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი. ჯერ მხოლოდ ინკვიზიციის პერიოდში რამდენი ადამიანი წამებით მოკლეს ამ გარეწრებმა და ახლა ეს კაცისმკვლელები ჩვენ გვასწავლიან ადამიანის სიყვარულს. ამათ რა უფლება აქვთ, შემწყნარებლობაზე გველაპარაკონ, თავიანთი ისტორია გაიხსენონ! ან რომელ უმცირესობებზე და მათ უფლებებზე გველაპარაკებიან, სოდომი და გომორი ნახონ, დღემდე ცეცხლი უკიდია იმ მიწას...“ მისივე თქმით, ჰომოსექსუალიზმი არის სულიერი სნეულება: „ცხადია, განხვავებულს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მამათმავლობა განსხვავებულობა არ არის, ეს არის ადამიანის სულიერი სნეულება, მომაკვდინებელი ცოდვა და ამ ცოდვის მიმართ შემწყნარებლობა არც მეტი, არც ნაკლები, ღვთის გმობა, უფლის უარყოფაა“.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტის მიხედვით, რედაქცია ვალდებულია გაემიჯნოს რესპონდენტის მიერ წარმოთქმულ სიძულვილის ენას.