03.06.2015
“ზაჰესის პირველ უბანში ერთი პატარა ლამაზი გოგონა ცხოვრობს. 11 წლის მარიამის დიდი და სევდიანი თვალების მიღმა ტკივილიდა მონატრება იმალება. თანატოლების მსგავსად, სკოლაში დადის, თამაშობს, ერთობა... სხვებისგან თითქოს არაფრით განსხვავდება, მაგრამ როცა მშობლები და პატარა ძმა ენატრება, კედელზე ჩამოკიდებულ შავ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს საწოლზე აწყობს და თვალები ცრემლით ევსება...“
სტატიაში საუბარია, რომ დღეს გოგონას მამიდა ოთხ არასრულწლოვანთან ერთად ზრდის (გამოქვეყნებულია არასრულწლოვნების ფოტო). დეტალურადაა აღწერილი ოჯახის გაჭირვება, საცხოვრებელი პირობები და პირადი ტრაგედია. სტატიას თან ახლავს ვიდეო, სადაც იდენტიფიცრებულები არიან არასრულწლოვნები.
“დღე არის, რომ ცარიელა ჩაიზე და პურზე გადასულან ბავშვები”, - ამბობს ვიდეოში გოგონას მამიდა.
გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, მუხლი 16
1. არცერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.
2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები, რომლებიც ეხება ბავშვების საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს:
"ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდა წონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით";