სიძულვილის ენა „კვირის ქრონიკაში“
02.06.2015
25-30 მაისის „კვირის ქრონიკის“ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „საქართველოს პარლამენტში გეი აღლუმი ჩატარდა“.გაზეთი უკიდურესი აგრესიით, ჰომოფობიური და სკაბრეზული გამონათქვამებით ეხმაურება 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თბილისში გამართულ აქციას.

„სწორედ იმ დროს, როცა „ცივილიზებული“ მსოფლიო ევროპის რიგ ქალაქებში სოდომ-გომორული ცოდვით შეპყრობილთა ალქაჯობას უყურებდა, ხოლო ქართველი სოდომისტები თავიანთ „უუფლებობას“ სოროებში მოსთქვამდნენ, რამდენიმე „ენჯეო“ მრგვალ ბაღში შეიკრიბა და ე. წ. ლგბტ-თა მხარდამჭერი აქცია გამართა“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში, ასევე, საუბარია ტვ „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტზე, რომელშიც ჟურნალისტი დეპუტატებს სთავაზობდა, ხელში ლგბტ მოძრაობის დროშა დაეჭირათ და გამოეთქვათ თავიანთი აზრი იტალიის პარლამენტში მოწყობილ ანტიჰომოფობიურ ფლეშმობზე.

„ეს ვირთაგვა პოლიტიკანები ისედაც გამწარებულ საზოგადოებას „ლგბტ“ დროშას უფრიალებენ. ამათი ნება რომ იყოს, მაგ დროშას სულაც სახელმწიფო სიმბოლიკად გამოაცხადებდნენ და პარლამენტის თავზე ააფრიალებდნენ, მაგრამ იციან, ამას მათი აღსასრული მოჰყვება. დიახ, ბერძენიშვილმა, დარჩიაშვილმა, ბობოხიძემ და მათმა სულიერმა დებმა თუ ძმებმა კარგად იციან, ქართველი ხალხი „ლგბტ“-ების პარპაშს არასოდეს დაუშვებს“, - წერს „კვირის ქრონიკა“.

სტატიაში მრავლად გვხვდება სიძულვილის ენა, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული შეხედულებები, ასევე შეურაცხმყოფელი ეპითეტები იმ ადამიანებისადმი, ვისაც ლგბტ ჯგუფებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ. mediachecker.ge ამ გამონათქვამების ციტირებისგან თავს იკავებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ