01.06.2015
გარდა ამისა, ჟურნალისტმა ნიკას დიაგნოზსაც გაუსვა ხაზი, ასევე ყოველგვარი დაფარვის გარეშე მაყურებელს პაციენტის დედის კომენტარიც შესთავაზა - შესაბამისად, მცირეწლოვანი პაციენტი იდენტიფიცირებული გახდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი, მუხლი16: “ბავშვის კეთილდღეობა საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დგას და ბავშვის ანონიმურობის დაცვა, რაც არ უნდა დიდი იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, უფრო მნიშვნელოვანია. მშობლების თანხმობა ბავშვის ვინაობის გამჟღავნებაზე არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ბავშვის ვინაობა დაასახელოთ. დიდი სტრესის დროს მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვს შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემები შეექმნას. ამიტომ, განსაკუთრებული წინდახედულება გმართებთ ბავშვის ვინაობის დასახელებასა ან მის ჩვენებაზე გადაწყვეტილების მიღებისას”.
“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მუხლი44:
“არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად; მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო; მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა”.