01.06.2015
სიუჟეტის დიდი ნაწილი დაეთმო სწორედ ამ სისტემის მუშაობას და „დელტას“ სამომავლო გეგმებს. რედაქცია დაინტერესდა, თუ რამდენად დაიცავს გლეხებს სარაკეტო დანადგარები ზარალისგან, თუმცა ჟურნალისტს მასალაში არ გამოუყენებია თავად ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადება რაკეტების გაშვების დაგვიანებაზე. „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებიდან რაკეტების გაშვება 20 წუთით საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების არსებობის გამო დაგვიანდა. განცხადებიდან ვიგებთ, რომ „დელტა“ რაკეტების გასასროლად სპეციალურ ნებართვას „საქაერონავიგაციას“ სთხოვს. გაუგებარია, იმ პირობებში, როცა „დელტამ“ თავად განმარტა რაკეტების გაშვების დაგვიანების მიზეზი, რატომ არ მიაწოდა „მოამბემ“ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აუდიტორიას.
ქარტიის მესამე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.