15.06.2015
მაგალითად, ზოოპარკიდან გაქცეული ლომის შესახებ სიახლეს, ადევს ფოტო, რომელიც საქართველოში საერთოდ არ არის გადაღებული.
სააგენტოთა ნაწილმა ამბავთან შეუსაბამო ფოტოები გაავრცელა მაშინაც, როდესაც ზოოპარკის ბინადართა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცვის შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. საიტებზე განთავსებულ ფოტოებში, დახოცილი ცხოველების გროვა იყო ასახული, მათ შორის ზებრებიც, რომლებიც თბილისის ზოოპარკში სტიქიას გადაურჩნენ.
სააგენტების ნაწილმა მსგავსი ფოტოების გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ ფოტო არ ასახავდა თბილისის მოვლენებს, მათ შორის იყო „რეპორტიორი“ და „გურიანიუსი“. თუმცა, "გურიანიუსის" მინაწერში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, რომ ფოტო არ ასახავდა სტატიაში აღნიშნულ ფაქტს, მინიშნება იმის შესახებ რომ ფოტო საქართველოში არ იყო გადაღებული, არ ყოფილა.
არასწორი ფოტო ედო „პირველ რადიოსაც“, რომელმაც ქობულეთის ქუჩაზე ავაზის გამოჩენის შესახებ, „ფეისბუქიდან“ ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი აიღო და შავი ავაზის ფოტო დაურთო.