ediaMall.ge-მ ძველი ვიდეოჩანაწერი კონტექსტის გარეშე გამოაქვეყნა
17.12.2015
2015 წლის 16 დეკემბერს ვებგვერდზე MediaMall.ge გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით: „სკანდალური ჩანაწერი - ელისაშვილი და ჯანგირაშვილი აქუს „გადატრიალებას გეგმავენ“.

ვიდეოში ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და არხის მაშინდელი წამყვანი ალეკო ელისაშვილი ხუმრობით საუბრობენ არხის ერთერთი წამყვანის დავით აქუბარდიას გადაცემის ბადიდან ამოღების შესახებ.

Mediamall - ის მიერ ვიდეოს გამოქვეყნება დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც უკვე საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის წევრებს პოლიტპატიმრების სიის შედგენასა და კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. რეალურად კი, აღნიშნული ჩანაწერი პირველად 2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.MediaMall.ge-მ არ მიუთითა, რომ ჩანაწერი ძველია და არც მისი გამოქვეყნების გარემოებებზე მიანიშნა მკითხველს.

როგორც კავკასიის დირექტორი ამბობს, ვიდეოჩანაწერი 2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების საპასუხოდ მომზადდა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„ეს იყო, ვითომ დაფარული ვიდეო ჩანაწერი. სამსახურში ვხუმრობდით გავრცელებულ ჩანაწერებზე და ეს იყო ჩვენი რეაქცია მაშინდელ მოვლენებზე“, - უთხრა ჯანგირაშვილმა mediachecker-ს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ