“ქრონიკა” კიევის ყოფილი მერის შესახებ
09.12.2015
“ჩერნოვეცკის გეგმები - კიევის ყოფილი მერი ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს”, - სიუჟეტი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 6 დეკემბერს გავიდა. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თქმით, სიუჟეტში ჟურნალისტი ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკურ წარსულსა და მომავალ გეგმებს გაგვაცნობს.

“ახალი პოლიტიკური მოთამაშე ახალი პოლიტიკური იდეებით და ამბიციური გეგმებით”, - ასე წარმოგვიდგინა ჟურნალისტმა ჩერნოვეცკი.

ჟურნალისტმა “ქრონიკის” არქივიდან აჩვენა კადრები, სადაც ჩერნოვეცკის კიევის მერობის დროს ქალაქში შოთა რუსთაველის სკვერი და მონუმენტი გაიხსნა, თუმცა მის სკანდალურ პოლიტიკურ წარსულზე არაფერი უთქვამს. არც იმ ეჭვებზე გაუმახვილებია ყურადღება, რაზეც უკრაინულ მედიაში იწერებოდა და რომლის მიხედვითაც ჩერნოვეცკის ოჯახი კორუფციაში იყო ჩართული.

გარდა ამისა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების პანსიონატზე საუბრისას, რომელიც ჩერნოვეცკიმ დააარსა, ჟურნალისტს არ უხსენებია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც პანსიონატის საქმიანობა “ეწინააღმდეგება ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას” და სახლი ლიცენზიის გარეშე, კანონდარღვევით ფუნქციონირებდა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 18:

2. პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ