10.05.2017
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზე, გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, "ნამდვილი დრო" წარმოადგენს "რადიო თავისუფალი ევროპა"/"რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ერთობლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდავეთსა და უკრაინაში მოქმედ საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებთან თანამშრომლობით".
არხი “ნამდვილი დრო” 2014 წლიდან მაუწყებლობს და მის მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რუსულენოვანი აუდიტორია. აღნიშნული ტელეარხი ამზადებს როგორც რეპორტაჟებს, ისე ახალი ამბების კოლაჟებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ის მაუწყებლობს სატელიტის, საკაბელო არხებისა და ონლაინ პლატფორმის საშუალებით. არხის ცენტრალური ოფისი პრაღაში მდებარეობს, მისი ჟურნალისტები კი მუშაობენ რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა და სხვა ქვეყნებში.