09.06.2017
მასალის ძირითადი პათოსია, რომ როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფელ კუმისს ლუკმა პურის და „თვითმყოფადობის“ წართმევის საფრთხე ემუქრება. ამ საფრთხეს კი, მასალის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, კონკრეტულად კი არაბებზე, მიწის გასხვისება ქმნის.
„ეს 200 ჰექტარი მიწა, რომელზეც ახლა საუდის არაბეთის მოქალაქეები სოფლის შენებას შეუდგნენ, რამდენიმე ათეული წლის წინ ფაქტობრივად, სოფელ კუმისის ბეღელი გახლდათ“ - ამბობს რესპონდენტი ჟურნალისტთან საუბარში.
გარდა ქსენოფობიური განწყობებისა, მასალა გვთავაზობს მხოლოდ ერთ რეალობას, რომ დასახელებული „პრობლემიდან“ გამომდინარე, პოზიტიურად უნდა შეფასდეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით. მკითხველი იღებს მხოლოდ ცალმხრივ და დაუბალანსებელ ინფორმაციას, სტატიაში მოწოდებული არ არის, ალტერნატიული ინფორმაცია, მიწის გასხვისების პიზიტიურ შედეგებზე.