15.12.2017
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მედია მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა
და კიევში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებდა. გაშუქებისთვის
დათმობილი დრო, მედიასაშუალებების მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება.
მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაშუქებას თითქმის 9-ჯერ მეტი
დრო დაუთმო, ვიდრე „იმედმა“. ჩარტში მოცემულია თემისთვის დათმობილი
დრო როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე ტოკშოუებში.