07.11.2018
ვებსაიტების ნაწილმა უცვლელი დატოვა და გოგოს პოვნის შემდეგაც მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, მათ შორისაა:
imedinews.ge, interpressnews.ge, ambebi.ge, fortuna.ge, tabula.ge, 1tv.ge, Primetime.ge, marshalpress.ge, akhalitaoba.ge, kvirispalitra.ge, kvira.ge, itv.ge, palitranews.ge, reginfo.ge, ghn.ge, pia.ge, expressnews.com, gurianews.com, resonancedaily.com, marneulifm.ge, presa.ge, nsp.ge, mediamall.ge. palitravideo.ge-მ და rustavi 2.ge-მ კი ის კადრებიც გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ ნაპოვნი გოგო პოლიციაში.
საქართელოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები და ზიანის ალბათობა, რაც ბავშვს შეიძლება მასალის გამოქვეყნებით მიადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს, მოზარდის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ქართული მედიის დიდი ნაწილი კი ასე არ მოიქცა.
ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:
- უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.
- მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს.