ვინ მიიღებს ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის 2018 წლის
ჯილდოს 21 იანვარს გაირკვევა. კონკურსზე 37 განაცხადია შესული.
გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ფრონტლაინკლუბში 18:00 საათზე
დაიწყება.
ჯიპა-ფრიდმანის პრიზი საქართველოში საუკეთესო ჟურნალისტური
ნამუშევრების გამოსავლენად, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა
ინსტიტუტმა ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის მხარდაჭერით (EJC), 2012
წელს დაარსა.
ჯოშუა ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good ვიცე
თავმჯდომარე, Protect Journalists - ის კომიტეტის წევრი, Dart Center
on Journalism and Trauma - ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს
მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის
პრემია 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის.
ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო
პროგრამების და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის Cabot
Prizes - ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში,
ნიუ იორკში, და Philadelphia Inquirer - ის რეპორტიორი.
2017 წლის ჯიპა-ფრიდმანის პრიზი რუსთავის 2-ის ჟურნალისტმა ნოდარ
მელაძემ მიიღო მოსამართლე ნატა ნაზღაიძეზე მომზადებული
გამოძიებისთვის