საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
მოუწოდებს,
გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო
დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა.
„სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. (https://shorturl.at/3BLvg) ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების თაობაზეც.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება“, - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.
დღეს, 19 ნოემბერს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც 4 ჟურნალისტი დაშავდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე კი ძალის გამოყენებით დააკავეს. ბარამიძე მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში
ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს სამოქალაქო
საზოგადოების არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა.
ასევე ნახეთ:
მედია ჩეკერი „მედიაომბუდსმენი“ შსს-ს მოუწოდებს, შეაჩეროს მედიასა და
აქციის მონაწილეებზე ძალადობა
მედია ჩეკერი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს
მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე
ანგარიშსწორება
მედია ჩეკერი კოალიცია: ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ
განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული
პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
მედია
ჩეკერი საია: „ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის
შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ
პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი
პროცედურებით“
მედია ჩეკერი ISFED: ვგმობთ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი
დემონსტრანტების წინააღმდეგ