19.04.2019
4 ხმით 1-ის წინააღმდეგ, აჭარის
საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორი
ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის
დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი 19
აპრილს განიხილა. სხდომა რამდენიმე საათს
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
იმპიჩმენტის საკითხი 10 აპრილს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი
დარცმელიძემ დააყენეს. გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის
არჩეული საბჭოში.
მაუწყებლის დირექტორმა ნათია კაპანაძემ
მრჩეველთა საბჭოს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მზადა ამის
დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია წარადგინოს. მან ასევე ისაუბრა
მაუწყებლის სანდოობაზე, რაც ბოლო პერიოდში არაერთი კვლევით, მათ
შორის, საერთაშორისო ანგარიშებით დადასტურდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, აჭარის ტელევიზიის და რადიოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები.
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას დაახლოებით 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. შედეგების გამოცხადების შემდეგ ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს.

ამ თემაზე იხილეთ: ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის
სურვილი