19.08.2019
"ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას. რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს", - აღნიშნავს ქიბარ ხალვაში და იმედი აქვს, რომ არსებულ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს. ის დარწმუნებულია, რომ "რუსთავი2" უახლოეს მომავალში იქნება "როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება."
არხის გაყიდვის შესახებ ქიბარ ხალვაშმა 12 აგვისტოს განაცხადა. მან კომპანიაში წილები სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ დაიბრუნა.
ამავე თემაზე: “რუსთავი 2” მორიგი არაკეთილსინდისიერი მყიდველის მოლოდინში