აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა
26.08.2019
სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა. განაცხადების მიღება დღეიდან, 26 აგვისტოდან დაიწყო და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქოდნეს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო - პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

განაცხადების გადარჩევის შემდეგ, სამეურვეო საბჭო კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს, შემდეგ კი გაიმართება ფარული კენჭისყრა დირექტორის ასარჩევად.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ, რომლის წევრები არიან: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე, ახალი დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიოს.  საბჭომ გადაწყვეტილება 4 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.

დირექტორის თანამდებობრივი სარგო 3300 ლარია.

აჭარის ტეელვიზიის დირექტორის პოზიცია ვაკანტური მიმდინარე წლის აპრილიდან არის. 19 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ,მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია.

აპრილის შემდეგ, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოცხადდა, თუმცა, დირექტორობისთვის საჭირო სამი ხმა ვერცერთ ჯერზე, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ