20.11.2019
წევრობის მსურველები არიან:
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 17 ოქტომბერს გამოცხადდა. საბუთების მიღების ვადა 15 ნოემბერს ამოიწურა, კანდიდტთა სია კი საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
როგორც კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე ვკითხულობთ,
- კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობა, დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა შეირჩევა;
- საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი კანდიდატურების სიას საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის;
- პრემიერ-მინისტრისგან თანახელმოწერის მიღების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
- წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება.