04.09.2020
პარალელურად, ნიკა ლალიაშვილი “იმედის” გადაცემა “SWOT ანალიზის” წამყვანია. მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე მომზადებული პროპაგანდისტული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს". ნიკა ლალიაშვილის პროდიუსერობით მომზადებული ფილმი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ნაწილი ფილმის "მთავარ ხაზს" გაემიჯნა.
ნიკა ლალიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” დირექტორის პოზიციაზე ელდარ მდინარაძე ჩაანაცვლა. ცვლილებები საჯარო რეესტრში 6 აგვისტოს აისახა.