12.02.2022
5-6 ივლისის საქმეზე სასამართლომ უკვე 4 პირი გაათავისუფლა გირაოს სანაცვლოდ. მომხდარიდან 7 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე არ დამდგარა ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი.
8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის” ოპერატორის
ცემაში ბრალდებული პირი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
გაათავისუფლა.
იგი მეოთხე ბრალდებულია, რომელსაც სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე
პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
5 ივლისის საქმეზე ჟურნალისტებზე ძალადობის,
პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, მუქარის, დევნის და
ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 31 ადამიანია დაკავებული. აქედან ბოლო ორი
- 30 ივლისს.
მთლიანობაში:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე - 27 ადამიანი.
- „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი.
- მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის კი - 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაცია: გამოძიება ისევ გრძელდება.
პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ბრალდებულების სასამართლო პროცესები.
სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, 4 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა:
- სამ მათგანს 5000-5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
- ერთი ბრალდებულს კი - 3000 ლარის სანაცვლოდ.
პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობის გირაოთი შეცვლას „კატეგორიულად არ ეთანხმებოდა”.
5-6 ივლისის საქმეზე დღეისთვის 27 ადამიანია საპატიმროში.
მეტი ამ თემაზე:
- რის საფუძველზე შეიძლება გამოძიების დაწყება “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ?
- ომბუდსმენი „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს
- სახელმწიფო “ალტ-ინფოს” სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - არხი სამაუწყებლო არეალს იფართოვებს
- რა ვიცით ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე?
კონტექსტი
- 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას შვიდ თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.