14.04.2024
ხვალ, 15 აპრილს ონლაინ მედიის ჟურნალისტებს რუსული კანონის
განხილვისას პარლამენტში არ შეუშვებენ. საკანონმდებლო ორგანომ
უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედა, რაც ვიზიტორების შეზღუდვას
გულისხმობს.
პარლამენტის განცხადებით, შეზღუდვა მხოლოდ
ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ
შეეხებათ.
„აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის
სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - წერია
განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ მიერ მეორედ ინიცირებული რუსული კანონის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვა სწორედ ხვალ, 10:00 საათზე
იწყება. მოსმენის პარალელურად დაგეგმილია აქციაც. საპროტესტო აქცია
დაანონსებულია 19:00 საათზეც.
რუსული კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად“ დარეგისტრირებას იმ მედია ორგანიზაციებსაც
ავალდებულებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა
მიღებული. კანონის პროექტს აქტიურად სწორედ დამოუკიდებელი ონლაინ
მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ.