2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების გაშუქების მხარდაჭერის
მიზნით, „მედიაომბუდსმენი“ მედიის წარმომადგენლებს სამართლებრივ
დახმარებას
სთავაზობს. 2 სექტემბრიდან ჟურნალისტებისა და
ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070
592
აღნიშნული პროექტი „USAID Media Program/USAID მედია პროგრამის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, 2023 და 2024 წლებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, საქართველოს პარლამენტში მომუშავე 12 ჟურნალისტის, 4 ოპერატორისა და 1 ფოტოჟურნალისტის უფლებების შეზღუდვის და დარღვევის 19 შემთხვევა გამოვლინდა.
ორგანიზაციის იურისტის, ილონა დიასამიძის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში ცხადყოფს, რომ 2023-2024 წლებში რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მუდმივი დევნა გრძელდება.
ვრცლად „მედიოამბუდსმენის“ ანგარიშის შესახებ იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალაში - 2023 წლიდან პარლამენტში მუშაობისას მედიის უფლებები 19 შემთხვევაში დაირღვა.