16.09.2024
საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი
მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც ჟურნალისტი თემო კიღურაძე
სოციალურ ქსელში
წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად
ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში
აბრუნებენ.
„საქართველოში მისი მეუღლე და მეორე შვილი რჩება. სასაზღვრო პოლიციამ უარა თქვა არშეშვების მიზეზების განმარტებაზე. მეშვიდე საათია ზიან აეროპორტის საკანში, არავინ ეკონტაქტება, საჭმელიც არ მოაქვთ. კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება საოცარ ახალ სამყაროში!“ - წერს კიღურაძე.
დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.