კახეთში, სოფელ ქვემო ხოდაშენში N16 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს
თავს დაესხნენ. ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის
თქმით, უცნობმა პირმა ოპერატორს, ნუკრი ქაფიაშვილს სახეში რამდენჯერმე
დაარტყა, შემდეგ კი აპარატურა დაამტვრია. ადგილზე
როგორც „ტვ პირველის“ წერს: „გადამღები ჯგუფი "ოცნების" დაჯგუფების წევრების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებულები და თანხებს არიგებდნენ.
თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის
კუთვნილი აპარატურა სრულად დამტვრეულია. აპარატურის დაზიანებამდე
ჟურნალისტმა გარკვეული მასალის გადმოგზავნა მოასწრო. "ტვ პირველი" შსს
მოუწოდებს, მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გამოძიება
დაიწყოს“.