28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის
დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის
წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ,
ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური
საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას
დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს
აღჭურვულობა.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.
დაზარალებული მედიის წარმოამდგენლების
განახლებადი სია მედიასაშუალებების მიხედვით:
„TV პირველი“
- ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს;
- დავით ბიჭიკაშვილი, ოპერატორი - სავარაუდოდ, შეასხეს წიწაკის სპრეი.
- გიორგი შეწირული, ოპერატორი - სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა;
- ანა მდივანი, ჟურნალისტი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
- ნიკო კოკაია, ოპერატორი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი.
„მთავარი არხი“
- დეა მამისეიშვილი, ჟურნალისტი და მისი ოპერატორი, გიორგი გოგინაშვილი - სავარაუდოდ, შეასხეს წიწაკის სპრეი.
- ქეთა ციცქიშვილი, ჟურნალისტი და მისი ოპერატორი - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში. პოლიციელებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
- დავით კობიძე, ჟურნალისტი და მისი ოპერატორი, ლუკა ბაჩილავა - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.
„ფორმულა“
- გურამ როგავა, ჟურნალისტი - სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი. გურამ როგავას ფიზიკური დაზიანების მიყენებამდეც შეუშალეს ხელი, მას პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს პოლიციელებმა ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
- გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი - სავარაუდოდ, შეესხა წიწაკის სპრეი;
- თედო ქვაჩახია, ოპერატორი - დაშავდა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.
- ხატია სამხარაძე, ჟურნალისტი - სავარაუდოდ, შეესხა წიწაკის სპრეი;
„რადიო თავისუფლება“
- დავით ცაგარელი, ჟურნალისტი - პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
- სალომე ჩადუნელი, ჟურნალისტი - დაშავდა აქციის გაშუქებისას, ქაშვეთთან. ფეხი აქვს ნაღრძობი.
- ილია რატიანი და ზუკა ხიდაშელი, ოპერატორები - ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში.
„პუბლიკა“
- ალექსანდრე ქეშელაშვილი, ჟურნალისტი - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა. დასჭირდა ცხვირის ოპერაცია.
- ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება.
- მინდია გაბაძე, ფოტორეპორტიორი - დააზიანეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
- ბასტი მგალობლიშვილი, ჟურნალისტი - მას მუშაობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მას რამდენჯერმე კრეს და დაარტყეს ხელი.
OC Media
- მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” - მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
„ნეტგაზეთი“/ „ბათუმელები“
- გივი ავალიანი, ჟურნალისტი - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
JAMnews
- იულია კალაბანო, ფოტორეპორტიორი - სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და დაარტყეს წიხლი;
„სტუდია მონიტორი“
- ნინო წვერავა, ჟურნალისტი - პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს;
- ნინო შუბითიძე, ჟურნალისტი - შეასხეს წიწაკის სპრეი;
- გიორგი ბარამიძე, ოპერატორი - პოლიციამ წიხლი ჩაარტყა.
„პირველი არხი“
- დავით ბეჟანიშვილი, ოპერატორი - „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავდა აქციაზე.
„რუსთავი 2“
- ჟურნალისტი - დაშავდა წყლის ჭავლით.
„ ექსპრესნიუსი“
- ირაკლი მანაგაძე - სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
„პროექტი 64“
- გიორგი გოგუა - პოლიციელებმა ფეხი ჩაარტყეს.
„აჭარის ტელევიზია“
- ნინო ლორჩოშვილი, ჟურნალისტი - დაშავდა აქციის გაშუქებისას;
სხვა შემთხვევები:
- ტბელ აბუსერიძე, ფოტოგრაფი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
- გერმანელი ჟურნალისტი - დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ფოტოში ჩანს, რომ მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.