„პუბლიკა” შალვა პაპუაშვილის განცხადებას მუქარად აღიქვამს
01.02.2025


რედაქციის განცხადებით, პაპუაშვილი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლას ცდილობს და მათ მიმართ სიძულვილსა და ძალადობას ახალისებს, რაც მის პოსტზე კომენტარებით დასტურდება.

„”პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით.

პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად”.

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ ფეისბუკის გვერდზე „პუბლიკას" მასალის ე.წ. სქრინი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გამოცემა “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს”.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ